ძველი საიტი ახლად — ნულიდან დაწყების გარეშე
თუ საიტს კონტენტი, ბმულები და Google-ის ისტორია აქვს დაგროვილი, მისი წაშლა ზარალია. უმეტეს შემთხვევაში სჯობს არსებული ბაზა შევინარჩუნოთ და ზემოდან ავაშენოთ თანამედროვე ვერსია.
01
რა შედის
ფასში შემავალი სამუშაო — გასაგებად, პუნქტებად. რაც სიაში არაა, ბრიფზე ვთანხმდებით ცალკე.
- არსებული საიტის აუდიტი — რა ღირს შენარჩუნება და რა უნდა გადაკეთდეს
- ვიზუალის განახლება — თანამედროვე ტიპოგრაფია, ფერები, სივრცე და იერარქია
- მობილურის გასწორება — ყველაზე ხშირი პრობლემა ძველ საიტებზე
- სისწრაფის ოპტიმიზაცია — სურათები, სკრიპტები, არასაჭირო კოდის მოცილება
- გატეხილი ბმულების და 404 შეცდომების გასწორება
- კონტენტის მიგრაცია — ტექსტები, ფოტოები და გვერდები ინახება
- 301 გადამისამართებები — თუ მისამართები იცვლება, SEO წონა არ იკარგება
- SSL, HTTPS და უსაფრთხოების ბაზისური შემოწმება
- 2 რაუნდი შენიშვნა — უფასოდ
გამოგზავნე ბმული — გეტყვით, რა ღირს
არსებულ საიტს გადავხედავ და გეტყვით, რა უნდა გასწორდეს, რამდენად რთულია და რა ჯდება. უფასოდ, ვალდებულების გარეშე.
პირველი წელი ფასში შედის
დომენი, ჰოსტინგი, SSL სერტიფიკატი და ტექნიკური მხარდაჭერა — 12 თვე საჩუქრად, დამატებითი გადასახადის გარეშე. მე-2 წლიდან განახლება 49₾/თვე ლენდინგისთვის და 99₾/თვე საიტისა და მაღაზიისთვის.
საჩუქრად/ პირველი წელი
მხარდაჭერა02
როგორ არის აწყობილი
ტექნიკური მხარე, რომელიც კლიენტს არ უჩანს, მაგრამ შედეგზე ყველაზე მეტად მოქმედებს.
SEO ისტორია ინახება
თუ საიტი წლებია არსებობს, Google-თან მას ნდობა აქვს დაგროვილი. სწორი 301 გადამისამართებებით ეს წონა ახალ ვერსიაზე გადადის — არასწორი მიგრაციით კი კარგდება.
ეტაპობრივი გაშვება
ახალი ვერსია ჯერ ცალკე მისამართზე იწყობა, ვამოწმებთ ორივეს, და გადართვა მხოლოდ შენი დასტურის შემდეგ ხდება. საიტი გაშვების დღეს არ ჩერდება.
Backup დაწყებამდე
სამუშაოს დაწყებამდე არსებული საიტის სრული ასლი ინახება. თუ რამე არასწორად წავა — უკან დაბრუნება 10 წუთის საქმეა.
კოდის გაწმენდა
ძველ საიტებზე ხშირად 5 ზედმეტი პლაგინი და 3 ანალიტიკის სკრიპტია, რომელიც აღარავის სჭირდება. მათი მოცილება ხშირად ყველაზე დიდი აჩქარებაა.
როგორ იყო / როგორ გახდა
დასრულებისას გიჩვენებთ შედარებას: PageSpeed ქულა, ჩატვირთვის დრო და მობილურის ხედი — ადრე და ახლა.
გულახდილი შეფასება
თუ არსებული საიტი ისეთ მდგომარეობაშია, რომ ნულიდან აშენება უფრო იაფი გამოვა, პირდაპირ გეტყვით. ზედმეტი სამუშაოს გაყიდვა ჩვენი ინტერესი არაა.
03
ნიშნები, რომ დროა
თუ ერთ-ერთი პუნქტი შენზეა — ეს სერვისი შენთვისაა.
- საიტი ტელეფონზე ინგრევა ან ჰორიზონტალურად სქროლავს
- დიზაინი 5+ წლისაა და კონკურენტებთან შედარებით მოძველებულია
- ნელა იხსნება — 4-5 წამი ან მეტი
- ბმულები გატეხილია, ფოტოები არ ჩანს ან 404 გვერდები გამოდის
- საიტს ვერავინ ამუშავებს — ძველი დეველოპერი აღარაა და წვდომაც არ გაქვს
- ბრენდი შეიცვალა და საიტი ძველ ლოგოსა და ფერებშია
04
კითხვები ამ სერვისზე
დანარჩენ კითხვებზე პასუხი მთავარ გვერდზეა — ან უბრალოდ მოგვწერე.
რატომ ჯდება ნაკლები, ვიდრე სააგენტოში?
პროცესის რუტინული ნაწილი — კომპონენტების აწყობა, responsive ტესტირება, სურათების ოპტიმიზაცია, meta ტეგები — ხელოვნური ინტელექტით არის აჩქარებული. ის, რაზეც ადრე კვირა იხარჯებოდა, ახლა დღეებში კეთდება.
დიზაინსა და გადაწყვეტილებებს ადამიანი იღებს, კოდი კი ხელით მოწმდება. ამას ემატება ის, რომ ოფისისა და შუამავლების ხარჯი არ გვაქვს — შენ იხდი სამუშაოში, არა ბიუროკრატიაში.
რა შედის პირველი წლის ფასში?
დომენი (.ge ან .com), ჰოსტინგი, SSL სერტიფიკატი და ტექნიკური მხარდაჭერა — 12 თვე საჩუქრად, დამატებითი გადასახადის გარეშე.
მე-2 წლიდან განახლება: 49₾/თვე ლენდინგისთვის და 99₾/თვე ბიზნეს საიტისა და მაღაზიისთვის. გაუქმება ნებისმიერ დროს, ჯარიმის გარეშე.
ჩემი კონტენტი დაიკარგება?
არა. ტექსტები, ფოტოები და გვერდები გადმოგვაქვს ახალ ვერსიაში. დაწყებამდე კეთდება სრული backup.
Google-ში პოზიციები დავკარგავ?
სწორად შესრულებული მიგრაციისას — არა. თუ მისამართები იცვლება, ვაყენებ 301 გადამისამართებებს, რომლებიც ძველი გვერდის წონას ახალზე გადაიტანს.
დროებითი მცირე რყევა (1-3 კვირა) ნორმალურია — Google-ს ხელახლა ინდექსაცია სჭირდება.
WordPress-ზეა — მუშაობ მასზე?
დიახ, WordPress-ზეც. ხშირად საუკეთესო გამოსავალი არსებული თემის გასწორება და პლაგინების გაწმენდაა.
თუ საიტი მარტივია და WordPress მხოლოდ ტვირთია, შეიძლება სტატიკურ ვერსიაზე გადაყვანა შემოგთავაზო — უფრო სწრაფი და უფასო ჰოსტინგით.
რედიზაინი თუ ახალი საიტი — რომელი?
თუ სტრუქტურა კარგია და მხოლოდ ვიზუალი მოძველდა — რედიზაინი (599₾-დან) სჯობს.
თუ სტრუქტურაც არეულია, კოდიც ჩახლართული და მობილურიც არ მუშაობს — ახლიდან აშენება (999₾) ხშირად უკეთესია და დიდად აღარ ძვირდება. აუდიტის შემდეგ პირდაპირ გეტყვით.
05
სხვა სერვისები
ხშირად ერთად კეთდება — შეიძლება პაკეტად უფრო გამოგივიდეს.
დავიწყოთ?
შეავსე მოკლე ბრიფი — 1 წუთი. პასუხს 24 საათში მიიღებ ვადითა და ფასით.