KAENRU
Landing Page 249₾ბიზნეს ვებსაიტი 999₾ონლაინ მაღაზია 1499₾პორტფოლიო საიტი 449₾SEO & ოპტიმიზაცია 299₾საიტის განახლება 599₾მუდმივი მხარდაჭერა 49₾/თვეყველა სერვისი და ფასი
ნამუშევრები ფასები კალკულატორი როგორ ვმუშაობთ კითხვები
უფასო კონსულტაცია WhatsApp — 555 53 31 08

შენ მართე ბიზნესი — საიტს მე მივხედავ

საიტი გაშვების დღეს არ მთავრდება. ფასები იცვლება, პროდუქტები ემატება, ფოტოები ძველდება. პირველი წელი მხარდაჭერა ისედაც ფასში შედის — მე-2 წლიდან კი 49₾/თვე ლენდინგისთვის და 99₾/თვე საიტისა და მაღაზიისთვის. მწერ რა შეიცვალოს და კეთდება.

პირველი წელი
საჩუქრად
მე-2 წლიდან
49₾ / თვე
პასუხი
24 სთ-მდე
ვადა
თავისუფალი

01

რა შედის

ფასში შემავალი სამუშაო — გასაგებად, პუნქტებად. რაც სიაში არაა, ბრიფზე ვთანხმდებით ცალკე.

  • ტექსტების ცვლილება — ნებისმიერ გვერდზე, შეუზღუდავად
  • ფოტოების დამატება და შეცვლა — ოპტიმიზაციით, თვეში 20-მდე სურათი
  • პროდუქტების დამატება — თვეში 15-მდე პოზიცია მაღაზიისთვის
  • მცირე დიზაინის ცვლილებები — ფერი, ღილაკი, სექციის გადაწყობა
  • ყოველკვირეული backup — 30 დღის ისტორია
  • Uptime მონიტორინგი — თუ საიტი ჩავარდა, პირველი მე გავიგებ, არა შენ
  • უსაფრთხოებისა და SSL სერტიფიკატის განახლებების კონტროლი
  • ტექნიკური კონსულტაცია — WhatsApp-ში, სამუშაო დღეებში
  • პრიორიტეტული რიგი — მხარდაჭერის კლიენტების მოთხოვნები პირველია

გაქვს საიტი, რომელიც სხვამ გააკეთა?

გამოგვიგზავნე ბმული — ვნახავთ კოდს და გეტყვით, შეგვიძლია თუ არა მისი მოვლა და რა პირობებით.

პირველი წელი ფასში შედის

დომენი, ჰოსტინგი, SSL სერტიფიკატი და ტექნიკური მხარდაჭერა — 12 თვე საჩუქრად, დამატებითი გადასახადის გარეშე. მე-2 წლიდან განახლება 49₾/თვე ლენდინგისთვის და 99₾/თვე საიტისა და მაღაზიისთვის.

საჩუქრად/ პირველი წელი

მხარდაჭერა

02

როგორ არის აწყობილი

ტექნიკური მხარე, რომელიც კლიენტს არ უჩანს, მაგრამ შედეგზე ყველაზე მეტად მოქმედებს.

01

24 საათში პასუხი

სამუშაო დღეებში მოთხოვნაზე პასუხი 24 საათში მოდის. მცირე ცვლილება (ტექსტი, ფასი, ფოტო) ხშირად იმავე დღეს კეთდება.

02

ხელშეკრულების გარეშე

მინიმალური ვადა არაა. გინდა — 1 თვე, გინდა — წელიწადი. გაუქმება ერთი შეტყობინებით, ჯარიმის გარეშე.

03

გამჭვირვალე ლიმიტები

პაკეტში რა შედის — ზემოთ წერია ციფრებით. თუ თვეში 60 პროდუქტი უნდა აიტვირთოს, ეს სხვა მოცულობაა და წინასწარ ვთანხმდებით, არა ფაქტის შემდეგ.

04

სამუშაოს ისტორია

ყოველი თვის ბოლოს მოკლე ჩამონათვალი — რა გაკეთდა. იცი, რაში იხდი.

05

არა მხოლოდ ჩვენს საიტებზე

თუ საიტი სხვამ გააკეთა, ესეც შესაძლებელია — ჯერ ვნახავთ კოდს და გეტყვით, შეგვიძლია თუ არა მისი მოვლა.

06

ზრდის შესაძლებლობა

თუ ბიზნესი გაიზარდა და თვეში მეტი სამუშაო გჭირდება, პაკეტი ფართოვდება. მოცულობაზე ვთანხმდებით ერთად.

03

ვისთვის არის

თუ ერთ-ერთი პუნქტი შენზეა — ეს სერვისი შენთვისაა.

  • საიტი გაქვს, მაგრამ დრო არ გაქვს მის განახლებაზე
  • ტექნიკურად არ ხარ და კოდში შესვლა არ გინდა
  • ფასები ხშირად იცვლება და საიტზე ძველი წერია
  • ონლაინ მაღაზია გაქვს და პროდუქტები რეგულარულად ემატება
  • გინდა, რომ ვინმეს ჰქონდეს პასუხისმგებლობა, თუ საიტი ჩავარდება
  • ერთი ხელით გინდა მოაგვარო ჰოსტინგი, დომენი და ტექნიკური საკითხები

04

კითხვები ამ სერვისზე

დანარჩენ კითხვებზე პასუხი მთავარ გვერდზეა — ან უბრალოდ მოგვწერე.

რატომ ჯდება ნაკლები, ვიდრე სააგენტოში?

პროცესის რუტინული ნაწილი — კომპონენტების აწყობა, responsive ტესტირება, სურათების ოპტიმიზაცია, meta ტეგები — ხელოვნური ინტელექტით არის აჩქარებული. ის, რაზეც ადრე კვირა იხარჯებოდა, ახლა დღეებში კეთდება.

დიზაინსა და გადაწყვეტილებებს ადამიანი იღებს, კოდი კი ხელით მოწმდება. ამას ემატება ის, რომ ოფისისა და შუამავლების ხარჯი არ გვაქვს — შენ იხდი სამუშაოში, არა ბიუროკრატიაში.

რა შედის პირველი წლის ფასში?

დომენი (.ge ან .com), ჰოსტინგი, SSL სერტიფიკატი და ტექნიკური მხარდაჭერა — 12 თვე საჩუქრად, დამატებითი გადასახადის გარეშე.

მე-2 წლიდან განახლება: 49₾/თვე ლენდინგისთვის და 99₾/თვე ბიზნეს საიტისა და მაღაზიისთვის. გაუქმება ნებისმიერ დროს, ჯარიმის გარეშე.

რა ხდება, თუ ლიმიტს გადავცდები?

გაფრთხილებ და ვეტყვი, რა ღირს დამატებითი მოცულობა — ჩვეულებრივ 25-40₾ საათში. ფაქტის შემდეგ ანგარიშს არასდროს მიიღებ.

ახალი გვერდის დამატება შედის?

მცირე სექციის დამატება — დიახ. სრულიად ახალი გვერდი ცალკე სამუშაოა (80-120₾), რადგან დიზაინსა და სტრუქტურას მოითხოვს.

ჰოსტინგი და დომენი შედის?

პირველი წელი: დომენი, ჰოსტინგი და SSL სრულად ფასში შედის — არაფერს იხდი დამატებით.

მე-2 წლიდან: ჰოსტინგი და SSL შედის ყოველთვიურ პაკეტში. დომენის წლიური საფასური (30-60₾) ცალკეა და პირდაპირ რეგისტრატორს უხდი, რომ დომენი შენს კონტროლში დარჩეს.

თუ საიტი გავტეხე ან რამე გავაფუჭე?

ამიტომ არსებობს backup. 30 დღის ისტორიიდან ნებისმიერ წერტილში დაბრუნება შესაძლებელია — უფასოდ და პაკეტის ფარგლებში.

გაუქმების შემდეგ საიტი დარჩება?

რა თქმა უნდა. საიტი შენია, დომენი შენს სახელზეა და ყველა წვდომა შენთანაა. მხარდაჭერის შეწყვეტა მხოლოდ ჩვენს მომსახურებას წყვეტს, არა საიტს.

დავიწყოთ?

შეავსე მოკლე ბრიფი — 1 წუთი. პასუხს 24 საათში მიიღებ ვადითა და ფასით.

WhatsApp Messenger Instagram

555 53 31 08

ორშ-შაბ, 10:00-20:00

WhatsApp-ში მიწერა