ჯერ ტექნიკა, მერე კონტენტი — სხვა თანმიმდევრობა არ მუშაობს
თუ საიტი ნელია, სტრუქტურა არეულია და Google მას ვერ კითხულობს, ვერანაირი საკვანძო სიტყვა ვერ იშველიებს. ვიწყებ ტექნიკური ბაზიდან — რაც ერთხელ სწორდება და მუდმივად მუშაობს.
01
რა შედის
ფასში შემავალი სამუშაო — გასაგებად, პუნქტებად. რაც სიაში არაა, ბრიფზე ვთანხმდებით ცალკე.
- ტექნიკური აუდიტი — სრული ანგარიში ქართულად, პრიორიტეტების მიხედვით დალაგებული
- სისწრაფე — სურათების WebP-ში გადაყვანა, lazy loading, კრიტიკული CSS, შრიფტების preload
- Core Web Vitals — LCP, CLS, INP მეტრიკების გასწორება
- Meta ტეგები — უნიკალური title და description ყველა გვერდზე
- Open Graph — Facebook-ზე და WhatsApp-ში გაზიარებისას ლამაზი preview
- Schema markup — LocalBusiness, Service, Product, FAQ, Breadcrumb
- sitemap.xml და robots.txt — შექმნა და Google-ში გაგზავნა
- Search Console + Analytics — დაყენება, ვერიფიკაცია, ინდექსაციის შემოწმება
- გატეხილი ბმულების პოვნა და გასწორება
არ იცი, პრობლემა სად არის?
გამოგვიგზავნე საიტის ბმული — უფასოდ გადავხედავ და 3-5 ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას გეტყვით. ვალდებულების გარეშე.
პირველი წელი ფასში შედის
დომენი, ჰოსტინგი, SSL სერტიფიკატი და ტექნიკური მხარდაჭერა — 12 თვე საჩუქრად, დამატებითი გადასახადის გარეშე. მე-2 წლიდან განახლება 49₾/თვე ლენდინგისთვის და 99₾/თვე საიტისა და მაღაზიისთვის.
საჩუქრად/ პირველი წელი
მხარდაჭერა02
როგორ არის აწყობილი
ტექნიკური მხარე, რომელიც კლიენტს არ უჩანს, მაგრამ შედეგზე ყველაზე მეტად მოქმედებს.
რეალური მონაცემები
აუდიტს ვწერთ PageSpeed Insights-ის, Search Console-ის და ხელით შემოწმების საფუძველზე — არა ავტომატური სკანერის PDF-ის საფუძველზე, რომელსაც ყველა ერთსა და იმავეს უგზავნის.
სურათები — ყველაზე დიდი მოგება
10 შემთხვევიდან 9-ში საიტს სურათები ანელებს. 2MB-იანი PNG იქცევა 80KB-იან WebP-ად ვიზუალური განსხვავების გარეშე. ეს ერთი ცვლილება ხშირად ორმაგად აჩქარებს გვერდს.
Structured data
JSON-LD მარკირება, რომელიც Google-ს ეუბნება რა არის შენი ბიზნესი, რა სერვისებია და რა ღირს. ეს ზრდის შანსს, რომ ძებნაში გაფართოებული შედეგი გამოჩნდეს.
ინდექსაციის შემოწმება
ხშირად საიტი Google-ში იმიტომ არაა, რომ robots.txt ან noindex ტეგი მას ბლოკავს. ეს პირველივე რამეა, რასაც ვამოწმებთ.
მობილურის ხელმისაწვდომობა
Google ინდექსს მობილური ვერსიით ქმნის. თუ ტელეფონზე ღილაკები პატარაა ან ტექსტი პატარაა — რანჟირებაზე მოქმედებს.
ანგარიში ქართულად
ყოველი პუნქტი ახსნილია ადამიანურ ენაზე: რა იყო პრობლემა, რატომ იყო პრობლემა, რა გაკეთდა და რა შედეგი უნდა მოჰყვეს.
03
როდის გჭირდება
თუ ერთ-ერთი პუნქტი შენზეა — ეს სერვისი შენთვისაა.
- საიტი გაქვს, მაგრამ Google-ში ვერ პოულობ შენივე ბიზნესის სახელითაც კი
- ტრაფიკი დაეცა და არ იცი რატომ
- საიტი ნელა იხსნება — განსაკუთრებით ტელეფონზე
- Facebook-ზე გაზიარებისას preview არ ჩანს ან არასწორი სურათი ჩნდება
- PageSpeed Insights-ზე წითელი ან ყვითელი ქულა გაქვს
- ახალი საიტი გაუშვი და გინდა, თავიდანვე სწორად დაიწყოს
04
კითხვები ამ სერვისზე
დანარჩენ კითხვებზე პასუხი მთავარ გვერდზეა — ან უბრალოდ მოგვწერე.
რატომ ჯდება ნაკლები, ვიდრე სააგენტოში?
პროცესის რუტინული ნაწილი — კომპონენტების აწყობა, responsive ტესტირება, სურათების ოპტიმიზაცია, meta ტეგები — ხელოვნური ინტელექტით არის აჩქარებული. ის, რაზეც ადრე კვირა იხარჯებოდა, ახლა დღეებში კეთდება.
დიზაინსა და გადაწყვეტილებებს ადამიანი იღებს, კოდი კი ხელით მოწმდება. ამას ემატება ის, რომ ოფისისა და შუამავლების ხარჯი არ გვაქვს — შენ იხდი სამუშაოში, არა ბიუროკრატიაში.
რა შედის პირველი წლის ფასში?
დომენი (.ge ან .com), ჰოსტინგი, SSL სერტიფიკატი და ტექნიკური მხარდაჭერა — 12 თვე საჩუქრად, დამატებითი გადასახადის გარეშე.
მე-2 წლიდან განახლება: 49₾/თვე ლენდინგისთვის და 99₾/თვე ბიზნეს საიტისა და მაღაზიისთვის. გაუქმება ნებისმიერ დროს, ჯარიმის გარეშე.
რამდენ ხანში დავინახავ შედეგს?
ტექნიკური გაუმჯობესება (სისწრაფე, PageSpeed ქულა) მაშინვე ჩანს. ინდექსაცია 3-14 დღეში განახლდება.
პოზიციების ცვლილება კონკურენტულ სიტყვებზე 1-3 თვეს იღებს და კონტენტზეც არის დამოკიდებული, არა მხოლოდ ტექნიკაზე.
პირველ ადგილს დამპირდები Google-ში?
არა — და ვინც დაგპირდება, ტყუის. Google-ის ალგორითმს ვერავინ აკონტროლებს.
რასაც გპირდები: საიტი ტექნიკურად სწორად იქნება მომზადებული, სწრაფი და ინდექსირებადი. ეს არის საფუძველი, რომლის გარეშეც პოზიციაზე საუბარი უაზროა.
რა განსხვავებაა 299₾-იან და უფრო ძვირ SEO-ს შორის?
299₾ არის ერთჯერადი ტექნიკური ოპტიმიზაცია — ის, რაც ერთხელ სწორდება.
სააგენტოების ყოველთვიური SEO მოიცავს კონტენტის წერას, ბმულების მოპოვებას და კონკურენტების მონიტორინგს. ეს სხვა სერვისია და სხვა ბიუჯეტი.
არ ჩემი გაკეთებული საიტიც შეიძლება?
დიახ, ნებისმიერი საიტი — WordPress, Wix, Shopify ან ხელით დაწერილი. ზოგ პლატფორმაზე შეზღუდვები მეტია და აუდიტში ამას პირდაპირ დაგიწერ.
05
სხვა სერვისები
ხშირად ერთად კეთდება — შეიძლება პაკეტად უფრო გამოგივიდეს.
დავიწყოთ?
შეავსე მოკლე ბრიფი — 1 წუთი. პასუხს 24 საათში მიიღებ ვადითა და ფასით.