KAENRU
Landing Page 249₾ბიზნეს ვებსაიტი 999₾ონლაინ მაღაზია 1499₾პორტფოლიო საიტი 449₾SEO & ოპტიმიზაცია 299₾საიტის განახლება 599₾მუდმივი მხარდაჭერა 49₾/თვეყველა სერვისი და ფასი
ნამუშევრები ფასები კალკულატორი როგორ ვმუშაობთ კითხვები
უფასო კონსულტაცია WhatsApp — 555 53 31 08

მაღაზია, სადაც შეკვეთა ორ დაჭერაშია

საქართველოში ონლაინ გაყიდვების უმეტესობა ტელეფონიდან ხდება. ამიტომ მაღაზიას ვაწყობთ მობილურიდან — ჯერ ვამოწმებთ, რამდენად მარტივია პროდუქტის პოვნა და შეკვეთა 5 დიუმიან ეკრანზე, მერე ვაფართოებ დესკტოპზე.

ფასი
1499₾
ვადა
14 დღე
პროდუქტი
100-მდე
პირველი წელი
საჩუქრად

01

რა შედის

ფასში შემავალი სამუშაო — გასაგებად, პუნქტებად. რაც სიაში არაა, ბრიფზე ვთანხმდებით ცალკე.

  • პროდუქტების კატალოგი — ბადე, ბარათები, ფასი, სტატუსი (მარაგშია / არაა)
  • კატეგორიები და ფილტრი — ფასით, კატეგორიით, ხელმისაწვდომობით
  • პროდუქტის გვერდი — ფოტოგალერეა, აღწერა, ზომა/ფერი, მსგავსი პროდუქტები
  • კალათა — რაოდენობის შეცვლა, წაშლა, ჯამის დათვლა
  • შეკვეთის ფორმა — მისამართი, ტელეფონი, კომენტარი; შეკვეთა მოდის Email-ზე ან WhatsApp-ზე
  • ძებნა — პროდუქტის სახელით, მყისიერი შედეგებით
  • 100-მდე პროდუქტის ატვირთვა — ფოტოებით და აღწერებით, შენი მასალიდან
  • ადმინ პანელი — შეკვეთების, პროდუქტებისა და მარაგის მართვა ერთ ადგილას
  • ინსტრუქცია — როგორ დაამატო ახალი პროდუქტი, შეცვალო ფასი ან მარაგი
  • 2 რაუნდი შენიშვნა — უფასოდ

გაქვს კატალოგი მზად?

თუ პროდუქტების ფოტოები და აღწერები უკვე გაქვს, პროცესი ბევრად სწრაფად მიდის. თუ არა — ვეტყვი, რა სჭირდება თითოეულ პროდუქტს.

პირველი წელი ფასში შედის

დომენი, ჰოსტინგი, SSL სერტიფიკატი და ტექნიკური მხარდაჭერა — 12 თვე საჩუქრად, დამატებითი გადასახადის გარეშე. მე-2 წლიდან განახლება 49₾/თვე ლენდინგისთვის და 99₾/თვე საიტისა და მაღაზიისთვის.

საჩუქრად/ პირველი წელი

მხარდაჭერა

02

როგორ არის აწყობილი

ტექნიკური მხარე, რომელიც კლიენტს არ უჩანს, მაგრამ შედეგზე ყველაზე მეტად მოქმედებს.

01

Mobile-first კალათა

კალათა და შეკვეთის ფორმა ჯერ ტელეფონზეა აწყობილი. ღილაკები 48px-ზე დიდია, ფორმის ველები ავტომატურად ივსება, კლავიატურა სწორ ტიპზე იხსნება.

02

სურათების ოპტიმიზაცია

პროდუქტის ფოტოები ავტომატურად WebP-ში, სწორი ზომებით და lazy loading-ით. 100 პროდუქტიანი კატალოგი 2 წამში იტვირთება, არა 20-ში.

03

Product Schema

თითოეულ პროდუქტს structured data აქვს — Google-ის ძებნაში ფასი, ხელმისაწვდომობა და შეფასება პირდაპირ შედეგებში ჩანს.

04

შეკვეთის მარშრუტი

შეკვეთა მოდის იქ, სადაც შენ ხარ: Email, WhatsApp ან ორივე. Google Sheets-ში ჩაწერაც შესაძლებელია, თუ სია გჭირდება.

05

მარაგის სტატუსი

„მარაგშია“ / „ამოიწურა“ ერთი ველის შეცვლით. ამოწურული პროდუქტი კალათაში აღარ ემატება — ცრუ შეკვეთები აღარ იქნება.

06

ონლაინ გადახდაზე გაფართოება

საბაზისო ვერსიაში შეკვეთა ფორმით მოდის. TBC ან BOG-ის გადახდის ინტეგრაცია ცალკე ეტაპია — ბრიფზე ვსაუბრობთ, თუ გჭირდება.

03

ვისთვის არის

თუ ერთ-ერთი პუნქტი შენზეა — ეს სერვისი შენთვისაა.

  • ყიდი ინსტაგრამიდან და დღეში 30 დირექტში ერთსა და იმავე ფასს წერ
  • გაქვს ფიზიკური მაღაზია და გინდა ონლაინ არხიც გქონდეს
  • ხელნაკეთი პროდუქცია გაქვს და გინდა კატალოგი, რომელსაც ბმულით გაავრცელებ
  • გინდა საკუთარი მაღაზია, და არა მარკეტფლეისზე დამოკიდებულება და საკომისიო
  • გჭირდება საბითუმო კატალოგი პარტნიორებისთვის, ფასებით და მარაგით

04

კითხვები ამ სერვისზე

დანარჩენ კითხვებზე პასუხი მთავარ გვერდზეა — ან უბრალოდ მოგვწერე.

რატომ ჯდება ნაკლები, ვიდრე სააგენტოში?

პროცესის რუტინული ნაწილი — კომპონენტების აწყობა, responsive ტესტირება, სურათების ოპტიმიზაცია, meta ტეგები — ხელოვნური ინტელექტით არის აჩქარებული. ის, რაზეც ადრე კვირა იხარჯებოდა, ახლა დღეებში კეთდება.

დიზაინსა და გადაწყვეტილებებს ადამიანი იღებს, კოდი კი ხელით მოწმდება. ამას ემატება ის, რომ ოფისისა და შუამავლების ხარჯი არ გვაქვს — შენ იხდი სამუშაოში, არა ბიუროკრატიაში.

რა შედის პირველი წლის ფასში?

დომენი (.ge ან .com), ჰოსტინგი, SSL სერტიფიკატი და ტექნიკური მხარდაჭერა — 12 თვე საჩუქრად, დამატებითი გადასახადის გარეშე.

მე-2 წლიდან განახლება: 49₾/თვე ლენდინგისთვის და 99₾/თვე ბიზნეს საიტისა და მაღაზიისთვის. გაუქმება ნებისმიერ დროს, ჯარიმის გარეშე.

ონლაინ გადახდა (ბარათი) შედის ფასში?

საბაზისო 1499₾-იან ვერსიაში არა — შეკვეთა ფორმით მოდის და გადახდა ხდება მიტანისას ან გადარიცხვით.

TBC/BOG-ის გადახდის ინტეგრაცია ტექნიკურად შესაძლებელია და ცალკე ფასდება. საჭიროა ბანკთან ხელშეკრულებაც, რაც შენს მხარესაა.

რამდენ პროდუქტს ატვირთავ?

100-მდე პროდუქტი შედის ფასში — ფოტოებით და აღწერებით, შენი მასალიდან. მეტი პროდუქტი +1₾ თითოზე, ან გაჩვენებთ როგორ ატვირთო თავად.

პროდუქტების დამატებას თვითონ შევძლებ?

დიახ — გადმოგცემთ მარტივ სისტემას და ვიდეო-ინსტრუქციას. თუ არ გინდა ამის კეთება, მხარდაჭერის პაკეტში პროდუქტების დამატება ჩვენი საქმეა — პირველი წელი ისედაც ფასში შედის.

Shopify-ზე ან WordPress-ზე რატომ არა?

თუ 500+ პროდუქტი გაქვს, რთული საწყობი და ავტომატური გადახდები — Shopify მართლაც სჯობს და გულახდილად გეტყვით.

მცირე კატალოგისთვის (30-100 პროდუქტი) ეს ზედმეტი ხარჯია: ყოველთვიური გამოწერა, საკომისიო და ნელი გვერდები. ხელით დაწერილი მაღაზია სწრაფია და თვიური გადასახადი არ აქვს.

დავიწყოთ?

შეავსე მოკლე ბრიფი — 1 წუთი. პასუხს 24 საათში მიიღებ ვადითა და ფასით.

WhatsApp Messenger Instagram

555 53 31 08

ორშ-შაბ, 10:00-20:00

WhatsApp-ში მიწერა