KAENRU
Landing Page 249₾ბიზნეს ვებსაიტი 999₾ონლაინ მაღაზია 1499₾პორტფოლიო საიტი 449₾SEO & ოპტიმიზაცია 299₾საიტის განახლება 599₾მუდმივი მხარდაჭერა 49₾/თვეყველა სერვისი და ფასი
ნამუშევრები ფასები კალკულატორი როგორ ვმუშაობთ კითხვები
უფასო კონსულტაცია WhatsApp — 555 53 31 08

ერთი გვერდი, ერთი მიზანი, ერთი ღილაკი

ლენდინგი არ არის „პატარა საიტი“. ეს არის გვერდი, რომელსაც ერთადერთი ამოცანა აქვს — მნახველი აქციოს განაცხადად. ყველაფერი, რაც ამ მიზანს ხელს უშლის, გვერდიდან ქრება. სწრაფად კეთდება, რადგან სტრუქტურა დადასტურებულია და კოდის რუტინას AI აჩქარებს.

ფასი
249₾
ვადა
2-3 დღე
გვერდი
1
პირველი წელი
საჩუქრად

01

რა შედის

ფასში შემავალი სამუშაო — გასაგებად, პუნქტებად. რაც სიაში არაა, ბრიფზე ვთანხმდებით ცალკე.

  • ოფერის ფორმულირება — რას სთავაზობ, ვის და რატომ უნდა აირჩიოს შენ
  • 5-7 სექცია — hero, სარგებელი, როგორ მუშაობს, ფასი, შეფასებები, FAQ, CTA
  • მკაფიო CTA — ერთი მთავარი ღილაკი, გამეორებული სწორ ადგილებში
  • საკონტაქტო ფორმა + WhatsApp — ორივე, რადგან ყველა ერთნაირად არ წერს
  • Google Maps — მისამართის რუკა, თუ ფიზიკური ლოკაცია გაქვს
  • მობილურზე პრიორიტეტი — რეკლამის ტრაფიკის 80%+ ტელეფონიდან მოდის
  • რეკლამისთვის მზადყოფნა — Meta Pixel ან Google Tag ჩასმის ადგილი მომზადებული
  • სისწრაფე — ლენდინგზე ყოველი დამატებითი წამი კონვერსიას ჭამს
  • 2 რაუნდი შენიშვნა — უფასოდ

გაქვს ოფერი, მაგრამ არ იცი როგორ წარმოაჩინო?

ეს ბრიფის ნაწილია — ერთად ჩამოვაყალიბებთ, რას ვწერთ პირველ ეკრანზე. ხშირად სწორედ ეს განსაზღვრავს შედეგს.

პირველი წელი ფასში შედის

დომენი, ჰოსტინგი, SSL სერტიფიკატი და ტექნიკური მხარდაჭერა — 12 თვე საჩუქრად, დამატებითი გადასახადის გარეშე. მე-2 წლიდან განახლება 49₾/თვე ლენდინგისთვის და 99₾/თვე საიტისა და მაღაზიისთვის.

საჩუქრად/ პირველი წელი

მხარდაჭერა

02

როგორ არის აწყობილი

ტექნიკური მხარე, რომელიც კლიენტს არ უჩანს, მაგრამ შედეგზე ყველაზე მეტად მოქმედებს.

01

კონვერსიის სტრუქტურა

სექციების თანმიმდევრობა შემთხვევითი არაა: ჯერ პრობლემა, მერე გადაწყვეტა, მერე მტკიცებულება, ბოლოს მოქმედება. ეს კლასიკური მოდელია და მუშაობს.

02

ერთი მოქმედება

ლენდინგზე მენიუც კი ზედმეტია — ის მნახველს გვერდიდან აშორებს. ნავიგაცია მინიმალურია და ყველა ბმული ერთსა და იმავე ღილაკზე მიდის.

03

სწრაფი ჩატვირთვა

ერთი გვერდი, მინიმალური რესურსი, სურათები WebP-ში და lazy loading. რეკლამიდან მოსული მომხმარებელი 3 წამს არ ელოდება.

04

Pixel და ტრეკინგი

Meta Pixel, Google Ads Tag ან Analytics — ჩასმა და მოვლენების (ფორმის გაგზავნა, ღილაკზე დაჭერა) აღრიცხვა, რომ რეკლამის ეფექტი დაითვალო.

05

A/B-სთვის მზადაა

სათაურის ან ღილაკის ტექსტის შეცვლა 5 წუთის საქმეა — შეგიძლია ორი ვერსია გაუშვა და ნახო, რომელი მუშაობს.

06

Spam-დაცვა

ფორმაზე honeypot და ვალიდაცია — ბოტების განაცხადები არ შემოვა და რეალურ ლიდებს არ დაკარგავ ნაგავში.

03

როდის სჭირდება ბიზნესს ლენდინგი

თუ ერთ-ერთი პუნქტი შენზეა — ეს სერვისი შენთვისაა.

  • უშვებ Facebook ან Google რეკლამას და ტრაფიკს გვერდი სჭირდება, სადაც დაეშვება
  • გაქვს ერთი კონკრეტული პროდუქტი ან სერვისი, რომელსაც აქტიურად ყიდი
  • სეზონური აქცია ან ღონისძიება გაქვს და სრული საიტი ზედმეტია
  • ტესტავ ახალ იდეას და გინდა ნახო, საერთოდ არის თუ არა მოთხოვნა
  • გინდა ერთი ბმული ინსტაგრამის ბიოსთვის, სადაც ყველაფერია

04

კითხვები ამ სერვისზე

დანარჩენ კითხვებზე პასუხი მთავარ გვერდზეა — ან უბრალოდ მოგვწერე.

რატომ ჯდება ნაკლები, ვიდრე სააგენტოში?

პროცესის რუტინული ნაწილი — კომპონენტების აწყობა, responsive ტესტირება, სურათების ოპტიმიზაცია, meta ტეგები — ხელოვნური ინტელექტით არის აჩქარებული. ის, რაზეც ადრე კვირა იხარჯებოდა, ახლა დღეებში კეთდება.

დიზაინსა და გადაწყვეტილებებს ადამიანი იღებს, კოდი კი ხელით მოწმდება. ამას ემატება ის, რომ ოფისისა და შუამავლების ხარჯი არ გვაქვს — შენ იხდი სამუშაოში, არა ბიუროკრატიაში.

რა შედის პირველი წლის ფასში?

დომენი (.ge ან .com), ჰოსტინგი, SSL სერტიფიკატი და ტექნიკური მხარდაჭერა — 12 თვე საჩუქრად, დამატებითი გადასახადის გარეშე.

მე-2 წლიდან განახლება: 49₾/თვე ლენდინგისთვის და 99₾/თვე ბიზნეს საიტისა და მაღაზიისთვის. გაუქმება ნებისმიერ დროს, ჯარიმის გარეშე.

ლენდინგი და საიტი ერთი და იგივე არაა?

არა. საიტი ინფორმაციას აწვდის — ლენდინგი მოქმედებას ითხოვს. ლენდინგზე ნაკლები არჩევანია, ნაკლები ბმულია და ერთი მკაფიო ღილაკი. სწორედ ამიტომ კონვერტირებს უკეთ.

ლენდინგზე შემიძლია მოგვიანებით გვერდები დავამატო?

დიახ — ლენდინგი შეიძლება გაიზარდოს სრულ ბიზნეს საიტად. სხვაობას იხდი (999₾ − 249₾ = 750₾) და დანარჩენ გვერდებს არსებულ დიზაინში ვამატებ.

რეკლამის დაყენებაშიც დამეხმარებით?

ლენდინგს ტექნიკურად ვამზადებთ რეკლამისთვის — Pixel, ივენთები, სისწრაფე. თავად კამპანიის მართვა ცალკე სერვისია და ბრიფზე ვსაუბრობთ.

რამდენ განაცხადს მივიღებ?

ვერავინ დაგპირდება კონკრეტულ ციფრს — შედეგი დამოკიდებულია ოფერზე, ფასზე, რეკლამის ბიუჯეტსა და ბაზარზე. მე ვპასუხობ იმაზე, რომ გვერდი ტექნიკურად და სტრუქტურულად სწორად იყოს აწყობილი.

დავიწყოთ?

შეავსე მოკლე ბრიფი — 1 წუთი. პასუხს 24 საათში მიიღებ ვადითა და ფასით.

WhatsApp Messenger Instagram

555 53 31 08

ორშ-შაბ, 10:00-20:00

WhatsApp-ში მიწერა