KAENRU
Landing Page 249₾ ბიზნეს ვებსაიტი 999₾ ონლაინ მაღაზია 1499₾ პორტფოლიო საიტი 449₾ SEO & ოპტიმიზაცია 299₾ საიტის განახლება 599₾ მუდმივი მხარდაჭერა 49₾ ყველა სერვისი და ფასი
ნამუშევრები ფასები კალკულატორი როგორ ვმუშაობთ კითხვები
უფასო კონსულტაცია WhatsApp — 555 53 31 08

AI-ით გაძლიერებული ვებ-სტუდია · პასუხი 24 საათში

WebCraft Georgia ჩვენ ციფრულ იდეებს რეალურ ძალად ვაქცევთ

AI-ით გაძლიერებული ვებ-სტუდია, რომელიც ქართულ ბიზნესს ონლაინში ახალ დონეზე აჰყავს.

ფასი იწყება
249₾
საშუალო ვადა
7 დღე
დომენი + ჰოსტინგი
პირველი წელი საჩუქრად
Value Simulator

რაში ზოგავთ უამრავ თანხას?

იაფი იმიტომ არაა, რომ ხარისხზე ვზოგავთ. იაფია, რადგან პროცესის ის ნაწილი, სადაც სააგენტოები კვირებს კარგავენ, ავტომატიზებულია.

აირჩიე პროექტის ტიპი და ნახე რეალური სხვაობა.

ტრადიციული სააგენტო მექანიკური პროცესი
14 დღე
1,500 ₾
WebCraft Georgia AI Powered
2-3 დღე
249 ₾
თქვენი ეკონომია: + 1,251₾ და 11 დღე მოგებული

„ტრადიციული სააგენტო" — საშუალო საბაზრო მაჩვენებელი სააგენტოს სრული ციკლისთვის: ბრიფი, დიზაინის რამდენიმე ვერსია, დეველოპმენტი, ტესტირება, შეთანხმებები და გაშვება. კონკრეტული ფასი სააგენტოებს შორის განსხვავდება. შენი პროექტის ზუსტი ფასი ბრიფის შემდეგ ფიქსირდება.

AI აჩქარებული კოდი

კომპონენტების აწყობა, responsive ტესტირება, სურათების ოპტიმიზაცია, meta ტეგები — ეს ის რუტინაა, რომელსაც AI წუთებში აკეთებს და კაცი დღეებში. დაზოგილი დრო პირდაპირ ფასში აისახება.

გადაწყვეტილებას ადამიანი იღებს

დიზაინი, სტრუქტურა, ტექსტების იერარქია და ის, თუ სად უნდა იყოს ღილაკი — ეს გამოცდილების საქმეა, არა გენერაციის. AI ხელსაწყოა, არა ავტორი.

ოფისი და შუამავალი არ გვყავს

არ იხდი პროექტის მენეჯერს, გაყიდვების განყოფილებას და ბიზნეს ცენტრის ქირას. პირდაპირ იმ ადამიანს ესაუბრები, ვინც შენს საიტს აკეთებს.

02

ფასები ღიად

ფასი ბრიფის შემდეგ ფიქსირდება და პროცესში აღარ იზრდება. სამივე პაკეტში პირველი წლის დომენი, ჰოსტინგი, SSL და მხარდაჭერა შედის.

Landing Page

ერთგვერდიანი საიტი რეკლამისთვის, აქციისთვის ან ერთი პროდუქტისთვის.

249₾ერთჯერადი · 2-3 დღე

  • 1 გვერდი, 5-7 სექცია
  • Mobile-first ადაპტაცია
  • ფორმა + WhatsApp ღილაკი
  • SEO + Google Maps
  • პირველი წელი: დომენი, ჰოსტინგი, SSL, მხარდაჭერა
  • ბლოგი / კატალოგი / CMS

მე-2 წლიდან: 49₾/თვე ან 499₾/წელი

დეტალურად
ყველაზე ხშირი არჩევანი

ბიზნეს ვებსაიტი

სრული საიტი კომპანიისთვის, კლინიკისთვის, სერვისისთვის ან რესტორნისთვის.

999₾ერთჯერადი · 7 დღე

  • 100% ინდივიდუალური დიზაინი
  • 4-8 შიდა გვერდი
  • CMS — კონტენტს თავად მართავ
  • WhatsApp ღილაკი + საკონტაქტო ფორმა
  • SEO, Schema, Analytics, Search Console
  • პირველი წელი: დომენი, ჰოსტინგი, SSL, პრიორიტეტული მხარდაჭერა

მე-2 წლიდან: 99₾/თვე ან 999₾/წელი

დეტალურად

ონლაინ მაღაზია

კატალოგი, კალათა, შეკვეთები და ადმინ პანელი — სრული ციკლი.

1499₾ერთჯერადი · 14 დღე

  • ბიზნეს ვებსაიტის ყველა პუნქტი
  • პროდუქტების კატალოგი + ფილტრი
  • კალათა და შეკვეთის სრული ციკლი
  • ადმინ პანელი შეკვეთების მართვისთვის
  • 100-მდე პროდუქტის ატვირთვა
  • პირველი წელი: დომენი, ჰოსტინგი, SSL, პრიორიტეტული მხარდაჭერა
  • ონლაინ გადახდა (TBC / BOG) — ცალკე ფასდება

მე-2 წლიდან: 99₾/თვე ან 999₾/წელი

დეტალურად

პირველი წელი საჩუქრად: დომენი, ჰოსტინგი, SSL და ტექნიკური მხარდაჭერა ფასში შედის — გადახდა მე-2 წლიდან იწყება.

03

დაითვალე ფასი

აირჩიე პარამეტრები და მიიღე სავარაუდო ღირებულება და ვადა. ზუსტი ფასი ბრიფის შემდეგ დგინდება — და ჩვეულებრივ ამაზე დაბალია.

რა ტიპის საიტი გჭირდება

დიზაინი

დამატებითი ფუნქციები

04

ნამუშევრები

სამი ცოცხალი პროექტი — რესტორანი ჯავშნის სისტემით, ტურისტული სააგენტო booking-ითა და ადმინ პანელით, და ონლაინ მაღაზია. ყველა ბმული მუშაობს, შეგიძლია შეამოწმო.

● ცოცხალირესტორანი3 ენასაკუთარი დომენი

Lounge Antico

რესტორანი · შეკვეთილი, ოზურგეთი

სრული ვებსაიტი რესტორნისთვის: მენიუ, გალერეა, მაგიდის ჯავშნის სისტემა და ადმინ პანელი. საიტი სამ ენაზეა — ქართული, ინგლისური, რუსული — რაც სეზონზე უცხოელი სტუმრებისთვის კრიტიკულია.

  • მაგიდის ჯავშანი
  • მენიუს მართვა
  • გალერეა
  • ადმინ პანელი
  • KA / EN / RU
  • SEO + Schema
● ცოცხალიტურისტული სააგენტო3 ენაBooking

ROUTVELI

ტურები საქართველოში · Premium Georgia Tours

ყველაზე კომპლექსური პროექტი: ტურების კატალოგი ფილტრით, ონლაინ ჯავშნის სისტემა, მომხმარებლის ავტორიზაცია და პირადი კაბინეტი, შეფასებები, ბლოგი და ადმინ პანელი. აწყობილია საერთაშორისო აუდიტორიაზე — EN, KA, RU.

  • ტურების ძებნა და ფილტრი
  • ონლაინ ჯავშანი
  • ავტორიზაცია
  • პირადი კაბინეტი
  • ბლოგი
  • ადმინ პანელი
  • EN / KA / RU
● ცოცხალიონლაინ მაღაზიაE-commerce

ShokMok

ონლაინ მაღაზია

პროდუქტების კატალოგი კატეგორიებით, პროდუქტის ბარათები და სწრაფი საკონტაქტო ღილაკები. მთავარი ამოცანა იყო, მომხმარებელს ტელეფონიდან ორ დაჭერაში შეძლებოდა შეკვეთა.

  • კატალოგი
  • კატეგორიები
  • პროდუქტის ბარათი
  • სწრაფი შეკვეთა
  • Mobile-first

05

როგორ ვმუშაობთ

ოთხი ეტაპი გასაგები ვადებით. ყოველ ნაბიჯზე იცი, სად ვდგავართ და რა მოჰყვება.

ეტაპი 01

ბრიფი

20 წუთის საუბარი: ვის ყიდი, რა შედეგი გინდა და რა გაქვს უკვე მზად. ამის მიხედვით ვწერთ სტრუქტურას და ვაფიქსირებ ფასს.

1 დღე
ეტაპი 02

დიზაინი

მთავარი გვერდის დიზაინს ამტკიცებ კოდის დაწერამდე. ამ ეტაპზე ცვლილება უფასოა და სწრაფი — სწორედ ამიტომ ვიწყებთ აქედან.

1-2 დღე
ეტაპი 03

დეველოპმენტი

კოდი იწერება AI-ის დახმარებით, მაგრამ ყოველი ეკრანი ხელით მოწმდება — მობილური, ტაბლეტი, დესკტოპი, სისწრაფე და ხელმისაწვდომობა.

2-10 დღე
ეტაპი 04

გაშვება

დომენი, ჰოსტინგი, SSL, Search Console და Analytics. გადმოგცემთ ყველა წვდომას და მოკლე ინსტრუქციას.

1 დღე

06

ხშირი კითხვები

თუ პასუხი აქ არაა — მოგვწერე, 24 საათში გიპასუხებთ.

რატომ არის თქვენი ფასი ბაზარზე ორჯერ დაბალი?

ორი მიზეზი. პირველი — პროცესის რუტინული ნაწილი (კომპონენტების აწყობა, responsive ტესტირება, სურათების ოპტიმიზაცია, meta ტეგები) AI-ით არის აჩქარებული. ის, რაზეც ადრე კვირა იხარჯებოდა, ახლა დღეებში კეთდება.

მეორე — ზედნადები ხარჯები არ გვაქვს: არც ოფისი, არც პროექტის მენეჯერი, არც გაყიდვების განყოფილება. შენ იხდი სამუშაოში, არა ბიუროკრატიაში.

თუ AI წერს კოდს, ხარისხი ხომ არ ზარალდება?

AI ხელსაწყოა, არა ავტორი. სტრუქტურას, დიზაინსა და გადაწყვეტილებებს ადამიანი იღებს, კოდი კი ყოველ ეტაპზე ხელით მოწმდება — მობილურზე, ტაბლეტზე, დესკტოპზე.

შედეგი შეგიძლია თავად შეამოწმო: ჩვენს ნამუშევრებში ჯავშნის სისტემები, ადმინ პანელები და მრავალენოვანი საიტებია. ბმულები ღიაა — გახსენი და ნახე.

რა შედის პირველი წლის ფასში?

დომენი (.ge ან .com), ჰოსტინგი, SSL სერტიფიკატი და ტექნიკური მხარდაჭერა — 12 თვე საჩუქრად, დამატებითი გადასახადის გარეშე.

მე-2 წლიდან განახლება: 49₾/თვე (ან 499₾/წელი) ლენდინგისთვის და 99₾/თვე (ან 999₾/წელი) საიტისა და მაღაზიისთვის. გაუქმება ნებისმიერ დროს, ჯარიმის გარეშე.

დომენი და საიტი ჩემი იქნება?

დიახ. დომენი რეგისტრირდება შენს სახელზე და ყველა წვდომა შენთან რჩება. საიტი შენი საკუთრებაა — თუ ხვალ სხვა დეველოპერს გადასცემ, ყველაფერი ხელმისაწვდომია. ჩაკეტილი არაფერია.

რამდენ ხანში კეთდება საიტი?

ლენდინგი — 2-3 დღე. ბიზნეს ვებსაიტი — 7 დღე. ონლაინ მაღაზია — 14 დღე. ათვლა იწყება მას შემდეგ, რაც ტექსტებსა და ფოტოებს მივიღებ; ეს ყველაზე ხშირად ვადის გაწელვის მიზეზია.

კონტენტს თავად შევძლებ მართვას?

ბიზნეს ვებსაიტსა და მაღაზიაში CMS შედის — ტექსტს, ფოტოს და პროდუქტს თავად ცვლი. გადმოგცემთ მოკლე ინსტრუქციას.

თუ არ გინდა თავის ტკივილი — მხარდაჭერის პაკეტში ცვლილებებს ჩვენ ვაკეთებთ, შენ მხოლოდ გვწერ რა შეიცვალოს.

როგორ ხდება გადახდა?

50% დაწყებისას, 50% გაშვებამდე. გადარიცხვა საბანკო ანგარიშზე. ფასი ბრიფის შემდეგ ფიქსირდება და პროცესში არ იზრდება — თუ სამუშაო გაიზარდა, ჯერ გეკითხებით, მერე ვაკეთებთ.

თუ დიზაინი არ მომეწონა?

დიზაინს ვთანხმდებით კოდის დაწერამდე — სწორედ ამიტომ. ამ ეტაპზე ცვლილება უფასოა და სწრაფი. კოდის შემდეგ 2 რაუნდი შენიშვნა ისევ ფასში შედის.

07

მოდი, დავიწყოთ

შეავსე მოკლე ბრიფი — ერთი წუთი. პასუხს 24 საათში მიიღებ კონკრეტული ვადითა და ფასით. თუ ჩატი გირჩევთნია, პირდაპირ მოგვწერე.

შეიყვანე სახელი
დაგვიტოვე კონტაქტი
ბიუჯეტი
დაწერე მინიმუმ ორი წინადადება

მონაცემები მხოლოდ შენს პროექტზე პასუხისთვის გამოიყენება.

WhatsApp Messenger Instagram

555 53 31 08

ორშ-შაბ, 10:00-20:00

WhatsApp-ში მიწერა